saqarTvelos tbebi - japanis tba

მდებარეობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°05`27` ჩ. გ. 42°12`03` ა. გ.
ფართობი 1.17 კმ²
მოცულობა 4,3 კმ³
საშუალო სიღრმე 3.7 მ

 

ნამდინარევი ტბა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 13.6 მ. ზედაპირის ფართობი 1.17 კმ², წყალშემკრები აუზის ფართობი 5.2 კმ². საშუალო სიღრმე 3.7 მ. წყლის მოცულობა 4.3 მლნ. მ³. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გაუდინარია, მტკნარი. ჯაპანის ტბა დღეისათვის ტბორად არის გადაკეთებული. იყენებენ თევზის მოსაშენებლად.